მნიშვნელოვანი

რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. ჯერჯერობით, მანქანები კონტრაქციის მონაწილეთა ორივე ლოკაციასთანაა გაჩერებული.

საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დასაშლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კონტრაქციის მონაწილეების განცხადებით, გაარღვევენ პოლიციის კორდონს და თავად დაშლიან აქციას.

პარლამენტის მიმდებარედ, ,,თეთრი ხამურის მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, კონტრაქციის მონაწილეები კი, ქაშუეთის ეკლესიისა და პირველი საჯარო სკოლის მხრეს არიან მობილიზებული და პარლამენტის შენობასთან მისვლას ორივე ლოკაციიდან ცდილობენ. აქცია და კონტრაქცია, ორივე მხრიდან სამართალდამცველების კორდონებითაა გამიჯნული. პოლიციამ პარლამენტის შენობამდე მისასვლელი გზები ყვითელი ავტობუსებითაც ჩახერგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button