მნიშვნელოვანი

შს მინისტრთან შეხვედრა დასრულებულია – მოლაპარაკების შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

შინაგან საქმეთა მინისტრისა და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეთა შეხვედრა დასრულებულია. მოლაპარაკების შედეგები ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა განცხადების სახით წაიკითხა.

,,მინისტრმა გვითხრა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის და ხვალ 10 საათიდან, მასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს. მინისტრი მზად არის, თუ ინ ნახავს კონკრეტულ გადაცდომებს, შესაბამისი ზომები მიიღოს და ვინც გადაცდომა ჩაიდინა, პასუხს აგებს ყველა პირი.

განახლდება მუშაობა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე, უახლოეს დღეებში იქნება პროგრესი და მალე მივალთ შედეგამდე. ის მზადაა, პირადად განაცხადოს ამის შესახებ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მიღწეულმა შეთანხმებამ აქციის მონაწილეებში აზთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ანა სუბელიანის თქმით, მინისტრს დღესვე უნდა გადაედგა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა წიქარიშვილს ისიც ჰკიხა, თუ რატომ დაიჯერა მინისტრის დაპირებები. რის შემდეგაც, აქციის მონაწილეეები მოსალაპარაკებლად გავიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button