გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/05/1517405652873707.jpg)
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და ბოდიში მოიხადა. მან ასევე, აქციის მონაწილეების კონკრეტულ ნაწილსაც ურჩია ბოდიშის მოხდა.
,,დავიწყოთ ბოდიშით, მე ვიხდი ბოდიშს, ასევე ბოდიშს ვიხდი მათი სახელით, თუ თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა, ასევე მინდა გთხოვოთ თქვენც, მათ ვინც შეურაცხყოფა მიაყენეთ ფორმაში ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე უთხრათ ბოდიში“, – გიორგი გახარიას ამ კომენტარის პირველ ნაწილს აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ, მეორე ნაწილს კი უკმაყოფილო შეძახილებით.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, საქმიან სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლონ.
,, ხვალ, დილის 10 საათიდან დეტალურად განვიხილავთ პარასკევი ღამის დეტალებს. იმისთვის, რომ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აქციის მონაილეებს მოუწოდა, პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.