Hereti FM

“ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების კრახი”

65
Share Button

პარასკევს ჩატარებულ სპეცოპერაციისა და საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პირველი განცხადება გააკეთა.

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, თუმცა იქვე აღნიშნა რომ “საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოვლენების სრული კრახი. დაწყებული კლუბების დარბევიდან, დასრულებული სამოქალაქო კონფლიქტის ზღვრამდე მისული ვითარებით”.

პრეზიდენტი ბერას ახალ კლიპსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არტისტები აქტიურად უნდა ჩაერთონ ანტინარკოტიკულ კამპანიაში. გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრა.

“ნება მომეცით არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება. მარტივად გეტყვით ორ მომენტს – პირველი, არაერთხელ ხაზი გამისვამს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე – ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ორი დღეა დუმს თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ.

„მე არ ვდუმვარ. პირველივე წუთებიდან, რაც დაიწყო აქცია ჩემი წარმომადგენლები ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას, მათ შორის ეპიცენტრში და ნათლად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ მთავარი მიზანია არ მოხდეს სიტუაციის გართულება“ – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი