Hereti FM

შს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

87
დავით სუბელიანი – ბექა წიქარიშვილი

შსს-ში “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წარმომადგენლების, სახალხო დამცვლის და მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა.
“თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრებმა გახარიასთან შეხვედრას შეაფასეს. ბექა წიქარიშვილის თქმით, ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი.

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით სუბელიანის თქმით კი მას არა აქვს არანაირი განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევენ.

როგორც სახალხო დამცელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ

ნინო ლომჯარია

უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს.

მისივე თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.

რაც შეეხება შს მინისტრს, გიორგი გახარია ამბობს: “ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზატორები და ნარკორეალიზაცია არიან ჩვენი პრობლემა. მაშინ, როდესაც შს სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი.“- განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარია

მისივე თქმით, ის მზად არის არასამთავრობოებთან ერთად მოიკვლიოს ჰქონდა თუ არა კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას ადგილი ძალადობასა და უფლებამოსილების გადაჭარბებას. გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც სახალხო დამცველის ოფისს და არც კრიმინალურ პოლიციას მსგავსი დანაშაულის ფაქტი არ აქვთ დაფიქსირებული.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ნარკოტიკების რეალიზაცია იყო მკაცრად დასჯადი ქმედება. თუმცა, მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ, მით უმეტეს, რომ კობახიძემ თქვა, რომ კიდევ ახალ კანონპროექტს შეიტანენ. ჩვენი კანონპროექტი არის ერთადერთი მსხვილი კარგი კანონპროექტი, რაც არსებობს. არის კიდევ რვა ნივთიერების კანონპროექტი. შინაარსზე არ გვინდოდა ლაპარაკი, გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ რამეთი დავიწყოთო. მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი“, – განაცხადა სუბელიანმა.

 

 

 

რადიო ჰერეთი