სიახლეებისპორტი

იტალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – “სკუადრა აძურას” მომდევნო ორი წლის განმავლობაში რობერტო მანჩინი უხელმძღვანელებს.

55 წლის სპეციალისტმა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში “ზენიტს” წვრთნიდა, სანქტ-პეტერბურგის კლუბთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების შეთავაზებას დათანხმდა.

იტალიის ნაკრები ნოემბრის შემდეგ მწვრთნელის გარეშე დარჩა, რადგან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით, “აძურამ” შესარჩევი ეტაპი ჩააგდო და ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა პირველად დარჩა. მანჩინის დებიუტი იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 28 მაისს, საუდის არაბეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button