მსოფლიოსიახლეები

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გახსნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა და მისმა ქმარმა, თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა, ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. საელჩოს გახსნის ცერემონია, ღაზის სექტორში დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button