მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობა ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას გეგმავს

“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი”, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერის თქმით, ის პარლამენტის წევრებს, თბილისის მერს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ხელი უნდა შეუწყონ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურული მდგომაროება შეფასდება.

პრემიერის თქმით, მომდევნო სამ წელში საქართველოში სპორტული აქტივობით დაკავებულ პირთა რიცხვი უნდა გაიზარდოს.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცნობილი ადამიანები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ. პრემიერის ინიციტივით მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button