მნიშვნელოვანისაქართველო

მარგველაშვილი პუტინთან შესახვედრად მზად არის

საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის.

პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა. განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.

პრეზიდენტის მზაობას შეხვდეს და ესაუბროს ვლადიმერ პუტინს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია დადებით გადაწყვეტილებად აფასებს. ლომია აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ამ წლების მანძილზე დაგროვდა. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის განცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს.

“უნდა შევიგნოთ რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის პრეზიდენტად არჩევა ამ შედეგით სრულდება”, – ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა.

ვაშაძის თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button