მნიშვნელოვანირეგიონი

5 წლიანი პაუზის შემდეგ მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმმა მუშაობა განაახლა

5 წლიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თელავში მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმმა მუშაობა განაახლა.

ბატონის ციხის რეაბილიტაცია, რომელიც 14 მილიონი ლარი დაჯდა, დასრულებულია.

მოეწყო საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, შიდა და გარე კაფეები, ასევე გაკეთდა ამფითეატრი.

პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განახლება და ტურიზმის განვითარებაა.

რეაბილიტაციის დაწყებიდან დღემდე პროექტის მიმართ პრენტეზნიები აქვს ოპოზიციას.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

    

 

მსგავსი პოსტები

Back to top button