Hereti FM

პოლიციაში “ბასიანის” დამფუძნებელი დაკითხეს

33
Share Button

პოლიციაში დაკითხეს კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია.

ამბობს, რომ დაკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ზოგადი შეკითხვები დაუსვეს.

„ჩემი პირადი აზრით, ბევრი არასაჭირო და პროვოკაციული კითხვა ალბათ, ერთ-ერთი მექანიზმია სამინისტროსი, განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოვწყდეთ საკუთარ საქმეებს და უბრალოდ დავკარგოთ დრო” – განაცხადა ტატო გეთიამ. ის „ბასიანის“ დამფუძნებლებიდან პირველია, ვინც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

16 მაისს, სამმართველოში დაკითხეს „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძეც.

12 მაისს ღამით, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას წინ უძღოდა ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირის დაკავება თბილისის სხვადასხვა ადგილას.

12 მაისის ღამის მოვლენებს მოჰყვა ორდღიანი აქცია: „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი