ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/05/33486861_627721287572899_3376166339893788672_o.jpg)
ევროკავშირი 45 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის – ამის შესახებ დღეს საქართველოში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.
“საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან და ასევე ევროპელების და ევროპის გულთან. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები. ევროკავშირმა 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოსთვის 597 მილიონი დახარჯა. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს… ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასევე ჩანს ევროკავშირის ველი საქართველოსთვის. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ თქვენ მე აქ დამპატიჟეთ,“ – განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, პრემიერ კვირიკაშვილთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.