Hereti FM

გაფიცვის გამო თბილისის მეტრო დაიკეტა

401

დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

მეტროს მემანქანეები ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.

მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს. სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.

მეტროს მემანქანების და ადვოკატის ლინა ღვინიანიძის ხმა ►

შანტაჟის საფუძველზე მერია არასამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების გაფიცვას და პროტესტს. დედაქალაქში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო თბილისის მერმა ბრიფინგი გამართა. კახი კალაძის განცხადებით, თუ ის მემანქანეების შანტაჟის გამო მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს არ იქნება მართალი სხვა საჯარო მოხელეების მიმართ.
კახა კალაძის კომენტარი

კახა კალაძის ხმა ►

ახლა კი გავიგოთ რას ფიქრობენ მგზავრები, რომლებსაც დილით მეტროს სადგურებზე წარწერა დახვდათ “მეტრო არ მუშაობს”.

ხალხისხმა ►

რადიო ჰერეთი