მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სასულიერო და სამოქალაქო პირების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

გატაცება ოკუპანტების მხრიდან. რუსმა ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს. დაკავებულია დირბის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლი, მამა იოანე.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა ვითარებაში გაიტაცეს სასულიერო პირი. ადგილობრივები კი ვარაუდობენ, რომ მამა იოანე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში იმყოფებოდა, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ოკუპანტების მიერ სასულიერო პირის გატაცება პირველად მოხდა.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. გატაცებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, თემო დუდაშვილი.

დუდაშვილი მეზობელ სოფელ წითელუბანში საქონელს მწყემსავდა. მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button