Hereti FM

მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია

284

დღეს დილის 8 საათისთვის მიწისძვრა მოხდა საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 3,9 იყო.

5 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრშიც. ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორია იყო.

საქართველოში ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში იგრძნობოდა. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია. ძლიერი ბიძგები შეინიშნებოდა თბილისში.

რადიო ჰერეთი