მოზაიკა

რადიოპედია – 8 ივნისი

8 ივნისი მსოფლიო ოკეანეების დღეა.

დღეს თავის ტვინის სიმსივნის მსოფლიო დღე აღინიშნება.

1786 წლის 8 ივნისს ნიუ-ორკში გაყიდვაში პირველად გამოიტანეს ნაყინი.

1824 წლის 8 ივნისს ნოა კაშინგმა სარეცხი მანქანა დააპატენტა, 1869 წლის ამავე დღეს კი აივს მაკგრაფიმ მტვერსასრუტზე მიიღო პატენტი.

1912 წლის 8 ივნისს ლოს-ანჯელესში კინოსტუდია „Universal“ დაარსდა.

1810 წლის 8 ივნისს მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კომპოზიტორი, რობერტ შუმანი დაიბადა.

გვისმინეთ ყოველდღე, 09:00 საათზე, 14:10 საათსა და 19:00 საათზე, რადიო ,,თბილისის” ეთერში FM 93, 5-ზე და რადიო ,,ჰერეთის” ეთერში FM 102.8-ზე.

რადიოპედია, ის, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button