მნიშვნელოვანისაქართველო

აქცია, დაკავება და კარვებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირი

ზაზა სარალიძემ და მალახაზ მაჩალიკაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირის ცენტრში განლაგებულ კარვებში გაატარეს.

მათი მოთხოვნები უცვლელია – დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინი, ვინც დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება სცადა.

პარალელურად ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაკავებას აპროტესტებს და სამართალდამცველებისგან მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და დავით გელოვანი სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე დღეს დილით დააკავეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია აგრესიულად მოქმედებდა და მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აქციის 4 მონაწილეს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს 14:00 საათზე განახლდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button