მნიშვნელოვანისაქართველო

პოლიციამ გზაზე განთავსებული კარვები დაშალა და პარლამენტის წინ გადაიტანა

დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საავტომობილო ნაწილიდან კარვები დააბრუნეს პარლამენტის წინ, საიდანაც აქციის მონაწილეებმა 10 ივნისს ღამით გადაიტანეს საავტომობილო გზაზე.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი. თემურ კუპატაძემ. მან განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატროებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კარვების ძველ ადგილას დასაბრუნებლად. თუმცა, აქციის მონაწილეთა განცხადებით, შეთანხმება არ შემდგარა.

კარვების გადატანას კი წინ უძღოდა ინციდენტი და აქციის მონაწილეების დაკავება. საპატრულო პოლიციამ კარვებში მყოფი ადამიანები დააკავე, თუმცა რამდენი უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button