მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს

ასობით სოფელი და ათასობით ოჯახი კახეთში ათწლეულებია ბუნებრივი აირის მოლოდინშია, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი საკვებს შეშის ღუმელზე ამზადებს, უკეთეს შემთხვევაში კი თხევად არის ყიდულობენ.

სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და წელიწადში თითო მუნიციპალიტეტში საშუალოდ 5 სოფლის გაზიფიცირება ხდება, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ეს არასაკმარისია და სამუშაოები უნდა დაჩქარდეს.

ისინი ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზეც მიუთითებენ. რა როლი აკისრია ამ პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას?

მოუსმინეთ რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button