Hereti FM

რადიოპედია – 13 ივნისი

34

13 ივნისს უნგრეთი გამომგონებელთა დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს, 1782 წელს შვეიცარიაში ჯადოქრობის ბრალდებით უკანასკნელად დაისაჯა ქალი სიკვდილით.

1920 წელს ამერიკაში ოფიციალურად აიკრძალა ბავშვების გაგზავნა, საფოსტო ამანათის სახით.

1986 წლის 13 ივნისს ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი ბენი გუდმენი გარდაიცვალა.

დღეს ჯგუფ 33ა-ს სოლისტის ნიაზ დიასამიძის დაბადების დღეა.

გვისმინეთ ყოველდღე, 09:00 საათზე, 14:10 საათსა და 19:00 საათზე, რადიო ,,თბილისის” ეთერში FM 93, 5-ზე და რადიო ,,ჰერეთის” ეთერში FM 102.8-ზე.

რადიოპედია, ის, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ.

რადიო ჰერეთი