Hereti FM

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

456

პროკურატურის თანამშრომლებმა მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს.

მისი დაკავება უკავშირდება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის გამოძიებას. სტუდია “მონიტორმა” გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მას ბოდიში მოახდევინეს და სახის სავარაუდოდო შარდით დაბანა აიძულეს. ეს ყველაფერი კი მობილური ტელეფონით არის გადაღებული და სოციალურ ქსეშია გავრცელებული.

სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული მასალა ►

რადიო ჰერეთი