Hereti FM

საგარეჯოს საკრებულოს წევრი და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

78
Share Button

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

ერთი დაკავებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, მეორე კი ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი.

გამოძიების ინფორმაციით, მათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 280 000 დოლარი მოსთხოვეს. ისინი 30 000 დოლარის აღების დროს აიყვანეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია აღიარებენ თუ არა დანაშაულს დაკვებულები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი