Hereti FM

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები იწყება

283

დღეს 17:00 საათზე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად.

მანამდე უმრავლესობის დეპუტატები არცერთ სავარაუდო კანდიდატზე არ საუბრობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს, საღამოს გადადგა გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ამ პოსტს იკავებდა 2015 წლის 30 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი, რომელმაც თავის მხრივ, შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს ნდობის მისაღებად.

13 ივნისს, საღამოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე არსებულ შემადგენლობას დაავალა მოვალეობის შესრულება.

რადიო ჰერეთი