Hereti FM

გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი ჭერემი

146
Share Button
ჭერემთან დამაკვშირებელი გზა

გურჯაანის მუნიციაპლიტეტის მაღალმთიანი სოფელი ჭერემი, გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ასე იქნება კიდევ რამდენიმე დღე ვიდრე მდინარეში წყლის დონე არ დაიკლებს და გზის აღდგენის სამუშაოები არ დაიწყება. სოფელ ჭერემის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ გზა დროულად არ გაკეთდა სოფელში სურსათის და მედიკამენტები პრობლემა იქნება.

ჭერემში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. მდინარე ჭერმის ხევში წყალმოვარდნა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გამოიწვია. სოფელთან მისასვლელი გზა ორ ადგილზეა წაღებული. დაზიანებული ტორიტორიის მთლლიანი რაოდენა 100 მეტრზე მეტია.

გარდა ამისა, სოფელ ჭერემშია იმ წყლის სათავე ნაგებობები, რომლითაც გურჯაანის სოფლები სასმელი წყლით მარაგდება. მწობრიდან არის გამოსული 6 ნაგებობა და სამი სოფლის მოსახლეობას ამ დროისთვიის წყალი არ მიეწოდება, არადა ამ წყლის სათავე ნაგებობეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი დასრულებული იყო.

როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები ზუსტ დროს გურჯაანის მერიაში ვერ ასახელებენ. მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ვიდრე ხევში წყლის დონე არ დაიკლებს, ტექნიკას მუშაობა გაუჭირდება.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახშიც შექმნა. 25-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე იყო დარჩენილი. ახლა ელექტროენერგია უკვე მიეწოდებათ, თუმცა პრობლემად რჩება წყალმომარაგება და დაზინებული გზები.

ამჟამად კახეთის მასშტაბით გზის აღდგენის სამუშაოები გომბორი-თელავის გზაზე მმიმდინარეობს. ამ გზის ნაწილი სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ქვა-ღორღისგან გაავსო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი