Hereti FM

სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი დროებითი გზა გაიხსნა

109
Share Button
ჭერემთან დამაკვშირებელი გზა წყალმა წაიღო

გურჯაანის მუნიციაპლიტეტის მაღალმთიანი სოფელი ჭერემი, გარესამყაროს აღარ არის მოწყვეტილი.

როგორც რადიო “ჰერეთს” მერიაში უთხრეს, მოეწყო და გაიხნა დროებითი ალტერნატიული გზა, რომლითაც დასახლება დანარჩენ მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

რაც შეეხება დაზიანებული გზის აღდგენას, ვარაუდოებენ, რომ ეს პროცესი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.

თუმცა ამ დრომდე პრობლემად რჩება 9 სოფლის წყალმომარაგება. როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა თქვა, იმის გამო რომ უამინდობაა ვერ ხერხდება წყლის სათავე ნაგებობების აღდგენა, რომელიც სოფელ ჭერემში მდებარეობს.

17 ივნისის სტიქიამ გურჯაანში სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა ისე დააზიანა რომ ორი დღის განმავლობაში სოფელი დაარჩენ მუნიციპალიტეტს ვერ უკავშრდებოდა. ჭერემში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს.

არჩლ ხანდამაშვილის ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი