მნიშვნელოვანისაქართველო

დიპლომატები ზაზა სარალიძეს შეხვდნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ, სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ საქმის დეტალებსა და გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე.

მისივე თქმით, უცხოელ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებაც.

ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, დიპლომატებს აინტერესებდათ, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button