მნიშვნელოვანისაქართველო

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი და შეფასებები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების ოქმი გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ სხვადასხვა საკითხთან ერთად სინოდმა იმსჯელა საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებაზე.

“ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას”, – ნათქვამია კრების ოქმში.

კრების თანახმად, უნდა გაძლიერდეს აბორტის, განსაკუთრებით, შერჩევითი აბორტის წინააღმდეგ პროპაგანდა. როგორც ოქმიდან ჩანს, კრებამ იმსჯელა ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრობლემებზე. ოქმში ნათქვამია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას”.

კრებაზე იმსჯელეს უკრაინის ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაზე. საპატრიარქოს თანახმად, კრება გაეცნო ამ საკითხე საპატრიარქოში შესულ წერილებს, თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, გამოეხმაურა ომბუდსმენი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და ნარკომომხმარებლების შემცირებას ვერ მივაღწიეთ, რადგან სისტემური გადახედვაა საჭირო.

ნინო ლომჯარიას ხმა ►

წმინდა სინოდის სხდომის ოქმს ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს უჭირს პროგნოზის გაკეთება – იქონიებს თუ არა გავლენას საპატრიარქოს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელიც მარიხუანას თემას ეხება.

სულხან სალაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button