მსოფლიო

საბერძნეთის ფინანსური კრიზისი დასრულდა

ევროკავშირმა საბერძნეთის ფინანსური კრიზისის დასრულების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ ევროჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ევროპული გაერთიანების ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს 2010 წელს საბერძნეთისთვის დაწყებული ფინანსური დახმარების პროგრამიდან გამოსვლის პირობებზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ევროპელი კრედიტორები საბერძნეთს საბოლოო ფინანსური დახმარების სახით 15 მილიარდ ევროს გამოუყოფენ.

რვა წლის განმავლობაში ოფიციალურმა ათენმა სამი პროგრამის წყალობით საერთო ჯამში დახმარების სახით 240 მილიარდი ევრო მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button