მსოფლიო

განგაში ლონდონის რკინიგზის სადგურში

ლონდონის რკინიგზის სადგურში განგაში იყო გამოცხადებული.

უცნობი მამაკაცი ლიანდაგებზე იდგა და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. საბოლოოდ ის პოლიციელებმა დააკავეს. სავარაუდოდ ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ინციდენტის გამო რკინიგზის სადგურის გარკვეული მონაკვეთი დროებით დაიკეტა.

ბოლო დროინდელი ტერაქტების გამო დიდ ბრიტანეთში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამისტების მხრიდან თავდასხების ალბათობა მაღალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button