მნიშვნელოვანისაქართველო

“ბასიანში” შსს-ს თანამშრომლები შევიდნენ

კლუბ “ბასიანში” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

“ბასიანის” თანამშრომლების თქმით, შსს-ს წარმომადგენლები ოფისს ჩხრეკენ და დოკუმენტები მიაქვთ.

“არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიფიქრო, ეს არის გაგრძელება იმ წნეხის და კამპანიის, რაც „ბასიანის“ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა.

თუმცა, თავად შსს-ში აცხადებენ, რომ კლუბში ჩხრეკა არ მიმდინარეობს.

შსს-ის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები ოფისში ორივე მხარის შეთანხმებით იმყოფებიან და ამის შემდეგ გაფორმდება ოქმი.

კლუბებში, “ბასიანსა” და “გალერიში”, სპეცოპერაცია 12 მაისს ჩაატარა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები გაიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button