მნიშვნელოვანისაქართველო

11 მილიონი ლარი ვიდეოკამერებისთვის

“11 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ სკოლების გარე პერიმეტრები ვიდეოთვალებით სრულად აღიჭურვოს”, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაც.

“სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, – განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button