Hereti FM

ზვიად კუპრავას 5 ათას ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

25
Share Button

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

საქმე ეხება, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კუპრავას შეუფარდა ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ინციდენტი სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას მოხდა სასადილოში, სადაც სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავას სხდომაზე დაბრუნება მოთხოვეს, სადილის დასრულების მოტივით კუპრავასგან მიღებული უარის შემდეგ კი, სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. თავად მოსამართლე კი საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სასამართლოს ზაზა სარალიძის და ბაჩუკი ქარდავას თავდებობას ან ალტერნატიულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი