Hereti FM

მღვიმიდან ყველა ბავშვი და მწვრთნელი ამოიყვანეს

517
Share Button

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ბოლო, მე-12-ე მოზარდი და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ამოიყვანეს.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი იუწყება.

მაშველების ჯგუფი, მწვრთნელთან და მოზარდთან ერთად გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა.

Spring News-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი