Hereti FM

“სმიტები უცხო, ორმა მამაკაცმა დახოცა” – მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ჩვენება

1,062
სმიტების ოჯახი

სმიტების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრლდებულმა მალხაზ კობაურმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ სმიტები მოკლა “ორმა უცხო მამაკაცმა”, რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კი კობაური სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. პროკურორების განცხადებით, ბრალდებული ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, დღეს კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს.

პროკურორების ცნობითვე, კობაურს სმითების ოჯახთან შეხვედრამდე ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. გამოძიების ინფორმაციით, ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების მიზეზი იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, კერძოდ, რაიან სმითმა ახალგაზრდას შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

რადიო ჰერეთი