მნიშვნელოვანისაქართველო

წინასწარი ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა კახეთში, მთაში ერთ-ერთ საზაფხულო სასაზღვრო პუნტთან.

ინფორმაცია რადიო „ჰერეთს“ რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ჩვენი, ინფორმაციით, დაშავებულია სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ავიაკატასტროფის მიზეზი მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ჩვენ კომენტარისთვის შსს სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა უყებაში განმარტებას ჯერ არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button