Hereti FM

ვერტმფრენის ავარიული დაშვება კახეთში – არიან დაშავებულები

1 178
Share Button

კახეთში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების გამო რამდენიმე პირი დაშავდა.

ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი