მნიშვნელოვანირეგიონი

ადიდებულმა რიონმა ხიდი წაიღო

სტიქიის შედეგად რაჭაში, სოფელ ღებში მდინარე რიონმა უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.

როგორც გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი.

გუბერნატორის თქმით, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნიც და გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი.

დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები, თუმცა სახლები არ არის დაზიანებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button