მნიშვნელოვანისაქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის “შავი სია”

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს.

არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ.-მა რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზავნა. სია 26-კაციანია. ჩამონათვალში მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო და სოსო ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომან შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები. შავ სიაში შესულ 26-ვე პირს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ავტორების მიმართვაში ნათქვამია, რომ შავ სიას “ხიშბა-სიგუას” სია უნდა ეწოდოს იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად, ვინც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.

სია:

1. ახალაია ბაჩო – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
2. ახალაია სოსო – ოკუპაციური საოკუპაციო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი
3. ბათიაშვილი ირაკლი – საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი
4. ბიგვავა სლავიკი – დევერსიულ-ტერორისტული ჯგუფის „ტყის ძმების“ ლიდერი
5. ბულისკერია ავთონდილი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
6. გამისონია რობერტი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
7 გოგავა ზაზა – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი.
8. გოლანძია ბეჟანი – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
9. ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
10. კაკულია ზაზა – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
11. ქარდავა მეგისი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი
12. ყარყარშვილი გიორგი
13. კეზერაშვილი დავითი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008 წელს
14. თენგიზ კიტოვანი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
15. მამუკა ყურაშვილი – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო კონტიგენტის ოპერაციების ხელმძღვანელი
16. ლაკაევი იუსუფი – ტერორისტი
17. მერაბიშვილი ვანო – საქართველოს შს ყოფილი მინისტრი
18. ნიორაშვილი დავითი – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. 2008 წლის ომისთვის დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის“ უმაღლესი ორდენით
19. ფონიავა ემზარი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
20. სააკაშვილი მიხეილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
21. სამუშია ალიკი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
22. თოფურია ბესიკი – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
23. ხარჩილავა ომარი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის წევრი
24. ჩანგელია მანუჩარი – საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
25. შამათავა რომანი – საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
26. შენგელია დავითი – დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის “ტყის ძმების” ლიდერი

მსგავსი პოსტები

Back to top button