მნიშვნელოვანისაქართველო

ტყიბულში არსებული ყველა შახტი დროებით დაილუქება

“ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება”, – ეს განცხადება შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა გააკეთა. საუბრია დაახლოებით 25 შახტზე.

ტყიბულის შახტში შემთხვევა დღეს მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button