მნიშვნელოვანირეგიონი

შეხვედრა კახეთში საზამთროს მწარმოებელ ფერმერებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც საზამთროს ნათესებია და მოსავლის აღება მიმდინარეობს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით. სააგენტო ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატების შემცველობაზე იკვლევს. ლაბორატორიული კვლევისთვის საზამთროს ნიმუშები ადგილზე აიღეს. ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ამ კვლევის შედეგად კი, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში” შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.

ამ განცხადებას კახელი ფერმერების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის გავრეცელბამ მათი ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა და მყიდველი აღარ ჰყავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button