მნიშვნელოვანისაქართველო

სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

2018 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული, შსს-ს 4 ყოფილი თანამშრომლის შეწყალებას.

დაცვის მხარე, რომელიც სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა გამამართლებელ განაჩენს, აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button