მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართულმა ოცნებამ” დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ.

გავრცელებული განცხადებით თანახმად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლებითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

“პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button