მნიშვნელოვანისაქართველო

ძლიერი წვიმა ლაგოდეხში – 20-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს [Video/Photo]

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში.

რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

დატბორილია ამბულატორიის შენობაც.

დაზარალებულია 20-მდე ოჯახი. მათ ყველაფერი გაუნადგურდათ რაც კი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდათ. დაიხოცა შინაური ფრინველიც.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძემ რადიო “ჰერეთს” უთხრა, რომ მიმდინარებს სანიაღვრე არხების გაწმენდა, რათა დატბორილი ტერიტორიები წყლისგან დაიცალოს.

დაზარალებული, ლალი კვეკვესკვირი

 

ლაგოდეხის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძე 


ძლიერი წვიმის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანაგაში და ვაქირშიც ადიდდა მდინარეები და ხევები. მოვარდნილმა წყალმა შიდა საუბნო გზები დააზიანა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ტექნიკა გაგზავნილია და მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button