მნიშვნელოვანირეგიონი

ტყიბულში მეშახტეთა აქცია განახლდა

ტყიბულში აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები “საქნახშირის” ადმინისტრაციის გადაყენებას და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მანამ გააგრძელებენ გამოსვლებს, სანამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება. შეკრებილები ასევე, პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის წევრები ამბობენ, რომ უსაფრთხოება შახტებში უნდა გაძლიერდეს.

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 6, ხოლო 16 ივლისს 4 ადამიანი დაიღუპა.

პირველ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ე.წ. სამთო დარტყმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მეთანის აფეთქება.

მსგავსი პოსტები

Back to top button