Hereti FM

ხანძრების გამო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

660
Share Button

საბერძნეთში ტყის ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა.ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.

რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული, ისინი ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

ვიდეო – BBC ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი