Hereti FM

ლაგოდეხში 4 000-ზე მეტი აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი [Video/Audio/Photo]

1 615
Share Button
ჭაბურღილი ლაგოდეხში/ხალხი ცოცხალ რიგში დგას

22 ივლისს მოსული წვიმის შემდეგ ლაგოდეხისა და მიმდებარე 9 სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

მოვარდნილმა წყალმა სათავე ნაგებობა დააზიანა. ერთადერთი ადგილი, სადაც სასმელად ვარგისი წყალი მოდის, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ჭაბურღილია. პარალელურად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალს სპეციალური წყალმზიდი ავტომანქანით ურიგებენ, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს ავტომანქანა ყველა ქუჩაზე არ მიდის.

როდის უნდა დასრულდეს ლაგოდეხში მიმდინარე 11- მილიონიანი პროექტი, რომელმაც ყველა ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი