დაპირისპირება ხაიშში – მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
აქციის 200-მდე მონაწილე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის სპეცრაზმი. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.
პროტესტი ფინანსური პოლიციის ღონისძიებას მოჰყვა. როგორც ადგილობრივი ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ დილიდანვე დაიწყო ოჯახების შემოწმება უკანონო სახერხების გამოსავლენად.
ფინანსური პოლიციის გამოჩენას მღელვარება და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსახლეობამ ხაიშის ცენტრში გზა გადაკეტა. ადგილობრივი დათო გულბანი ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის ქმედება ხალხის შეშინებას ექვემდებარება.
ფინანსური პოლიციის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ღონისძიება მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება. ამასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა.