Hereti FM

ჩაიაბარებს თუ არა ქარხანა სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყურძენს

974
Share Button

ახმეტაში ღვინის ერთ ქარხანასთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დღეს იწყება, სავარაუდო ფასი კი 40-50 თეთრი იქნება.

საგანგებო შტაბის წევრები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

საუბარია ფერმერების იმ ნაწილზე, რომელსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა და ხელისუფლებამ კომპენსაციის გაცემაზე უარი უთხრა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობას და სესხების გადავადებასაც დაჰპირდნენ.

პარალელურად ზარალს ითვლიან. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა, ანალოგიური მდგომარეობაა თელავშიც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი