მსოფლიო

ანკარაში აშშ-ს საელჩოს შენობას ესროლეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჯერ-ჯერობით უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა.

ცნობილლია, რომ თეთრი ფერის ავტომობილიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით ოთხი ან ხუთი გასროლა მოხდა. ტყვიები დაცვის პოლიციის ჯიხურს მოხვდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ბოლო დროს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button