fbpx
Hereti FM

ახმეტაში 100 ტონაზე მეტი დაზიანებული ყურძენია ჩაბარებული

412
Share Button

ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზიანებული 100 ტონაზე მეტი ყურძნია ჩაბარებული.

სააქციო საზოგადოება “ახმეტის ღვინის ქარხანამ” მოსავლის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტიქიით დაზარალებულ ოთხი სოფლის მოსახლეობას კომპენსაციის გაცემაზე სახელმწიფომ უარი უთხრა.ქარხანა 1 კილოგრამს 50 თეთრად იბარებს.

ქარხანას სულ 8 ათასი ტონა მოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს, მიღებული პროდუქციით კი ადგილობრივი გასაღებისთვის სპირტს დაამზადებს.

მართალია, ქარხანა დაზიანებულ ყურძენს იბარებს, მაგრამ თავად დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ეს მათთვის დიდი შეღავათი არ არის, რადგან ყურძნის მხოლოდ მიზერული რაოდენობაა დარჩენილი.
სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის გარდა პრობლემები შექმნა თელავშიც.

სტიქიამ მოსავალთან ერთად ინფრასტრუქტურაც გაანადგურა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენია ზარალი კახეთის ამ ორ მუნიციპალიტეტში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი